Belive

რა თანხა გამოიმუშავა მიუნხენის ბაიერნმა?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ტრიუმფატორი მიუნხენის "ბაიერნი" გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში, მიუნხენელბმა "პარი სენ-ჟერმენი" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები მეექვსედ გახდნენ. მინიმალური ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, მატჩი "რეკორდმაისტერის" დომინირებით წარიმართა - "ბაიერნმა" პარიზული გრანდი პრაქტიკულად ყველა კომპონენტში მარტივად დაჩაგრა. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ტრიუმფით დასრულებით, "ბაიერნმა" €82.45 მილიონი გამოიმუშავა, რომელსაც დამატებით სატელევიზიო ტრანსლაციების შედეგად მიღებული შემოსავალი დაემატება.

სხვა სტატიები