Belive

რა თანხას გამოიმუშავებენ ლივერპულის მოთამაშეები

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი, რაც თანხებს ეხება საოცარ ციფრებთანაა დაკავშირებული. The Sun-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ რამდენს გამოიმუშავებენ "ლივერპულის" ფეხბურთელები კვირაში და წლიურად. მერსისაიდული გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰია, რომელიც კვირაში ანაზღაურების სახით 200 000 ფუნტ სტერლინგს ღებულობს, რაც წლიურად 10.4 მლიონი ფუნტი სტერლინგი გამოდის.

ანაზღაურების მხრივ გუნდში მე-2 ადგილს ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა იკავებს. ალკანტარა კვირაში 192 308 ფუნტ სტერლინგს ღებულობს, რაც წელიწადში 10 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოდის.

სალაჰისა და ალკანტარას შემდეგ, "ლივერპულში" ყველაზე მაღალი ანაზღაურება რობერტო ფირმინოსა და ვირჯილ ვან დაიკს აქვთ. მოთამაშეები კვირაში 180 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებენ, რაც წლეიწადში 9.3 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოდის. The Sun-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ "ლივერპულის" 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის სიას: 1. მოჰამედ სალაჰი - 200 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) - 10.4 მილიონი (წლიურად) 2. ტიაგო ალკანტარა - 192 308 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) - 10 მილიონი (წლიურად) 3. რობერტო ფირმინო - 180 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) - 9.3 მილიონი (წლიურად) 4. ვირჯილ ვან დაიკი - 180 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) - 9.3 მილიონი (წლიურად) 5. ჯორდან ჰენდერსონი - 140 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) - 7.2 მილიონი (წლიურად) 6. ჯეიმს მილნერი - 140 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) - 7.2 მილიონი (წლიურად) 7. ნაბი კეიტა - 120 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) - 6.2 მილიონი (წლიურად) 8. ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი - 120 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) - 6.2 მილიონი (წლიურად) 9. სადიო მანე - 100 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) - 5.2 მილიონი (წლიურად) 10. ჟოელ მატიპი - 100 000 ფუნტი სტერლინგი (კვირაში) - 5.2 მილიონი (წლიურად)      

სხვა სტატიები