Belive

რა თანხას გამოიმუშავებს ბრუნო მანჩესტერში და ვინ იღებს მასზე მეტს

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მიუხედავად იმისა, რომ ბრუნო ფერნანდეში "წითელ ეშმაკებში" გადმოსვლისთანავე წამყვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შეხვედრები პირადად მოიგო და მთლიანად "იუნაიტედის" შეტევის ხარისხი გააუმჯობესა, ანაზღაურების მიხედვით მასზე წინ 13 მოთამაშე იმყოფება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019-20 წლების პრემიერ ლიგის წარმატებულად დასრულება და "იუნაიტედის" ოთხეულში მოხვედრა დიდწილად ბრუნოს "სპორტინგიდან" იანვარში გადმოსვლამ განაპირობა. პორტუგალიელმა გამთამაშებელმა 2019-20 წლების სეზონში 14 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და არა ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფერნანდეში "იუნაიტედში" ანაზღაურების სახით კვირაში დაახლოებით 100 000 ფუნტ სტერლინგს იღებს. The Sun-ის ინფორმაციის მიხედვით გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე დავიდ დე ხეაა, რომელიც კვირაში 350 000 ფუნტ სტერლინგს იღებს. მე-2 ადგილს პოლ პოგბა იკავებს კვირაში 290 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ანაზღაურებით. საინტერესო ფაქტია, რომ ედინსონ კავანი და დონი ვან დე ბეეკი, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატა "იუნაიტედმა", ბრუნოზე მეტ ანაზღაურებას იღებენ. გთავაზობთ "იუნაიტედის" ფეხბურთელების ჩამონათვალს მათი ანაზღაურების მიხედვით:  მოთამაშე - წლიური ანაზღაურება - კვირაში 1. დავიდ დე ხეა - 19,5 მილიონი - 350 000 ფუნტი სტერლინგი  2. პოლ პოგბა - 15 მილიონი - 290 000 ფუნტი სტერლინგი  3. ენტონი მარსიალი - 13 მილიონი - 250 000 ფუნტი სტერლინგი  4. მარკუს რაშფორდი - 10,4 მილიონი - 200 000 ფუნტი სტერლინგი  5. ედინსონ კავანი - 10 მილიონი - 190 000 ფუნტი სტერლინგი  6. ჰარი მაგუაიერი - 9,8 მილიონი - 189 000 ფუნტი სტერლინგი  7. ხუან მატა - 8,3 მილიონი - 160 000 ფუნტი სტერლინგი  8. ლუკ შოუ - 7,8 მილიონი - 150 000 ფუნტი სტერლინგი  9. ოდიონ იგალო - 6,5 მილიონი - 125 000 ფუნტი სტერლინგი  10. ფრედი - 6,2 მილიონი - 120 000 ფუნტი სტერლინგი  11. ვიქტორ ლინდელოფი - 6,2 მილიონი - 120 000 ფუნტი სტერლინგი  12. ნემანია მატიჩი - 6,2 მილიონი - 120 000 ფუნტი სტერლინგი  13. დონი ვან დე ბეეკი - 5,6 მილიონი - 108 000 ფუნტი სტერლინგი  14. ბრუნო ფერნანდეში - 5,1 მილიონი - 100 000 ფუნტი სტერლინგი  გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 26 წლის პორტუგალიელ მოთამაშეს "იუნაიტედი" გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს. The Mirror ამტკიცებს, რომ "წითელი ეშმაკები" მზად არიან, ბრუნოს ახალი კონტრაქტის მიხედვით კვირაში 200 000 ფუნტი სტერლინგი შესთავაზონ ანაზღაურების სახით.  

სხვა სტატიები