Belive

რა თქვა ზიდანმა რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებისას?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალს" შესანიშნავი სეზონების შემდეგ აშკარა ჩავარდნის პერიოდი უდგას. ხულენ ლოპეტეგიმ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ 14 მატჩი გაატარა, როგორც ჩანს დიდი დღე არც სანტიაგო სოლარის უწერია. ამ დროს ყველას ზინედინ ზიდანის სიტყვები ახსენდება, ფრანგმა ლეგენდამ ორსეზონნახევარში 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო გუნდის დატოვებისას კი შემდეგი განაცხადა: "მომავალ წელს ლიგის მოგება ძალიან რთული იქნება, გვქონდა როგორც კარგი, ისე ცუდი მომენტებიც. მე არ მინდა რომ დავიწყო სეზონი და ცუდი პერიოდი მქონდეს, მსურს მაშინ დავასრულო კლუბთან ურთიერთობა როცა ყველაფერი კარგად მიდის, მე ასე გავაკეთე ფეხბურთელობისას და ასე ვიზამ როგორც მწვრთნელი. სამი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კიდევ მწვრთნელობა რთულია, როცა ატყობ რომ ყველაფერი ცუდად მიდის და მომენტი მოვიდა აუცილებლად გვერდზე უნდა გადგე." როგორც ჩანს ზიდანმა ყველაფერი ზაფხულში იწინასწარმეტყველა.

სხვა სტატიები