Belive

რა ულტიმატუმი წაუყენა მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე გუნარ სულშერს?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
The Telegraph-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, სამმატჩიანი ვადა მისცა. ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ნორვეგიელი სპეციალისტის შეცვლა გარდაუვალი არ არის და შესაძლოა მან დაკავებული თანამდებობა მაინც შეინარჩუნოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მას პოზიციები მყარად არ უჭირავს და მის სამსახურს საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება დაემუქროს. ამავე დროს, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას უკვე დაწყებული აქვს ახალი მწვრთნელის მოძიების პროცესი და რამდენიმე კანდიდატსაც განიხილავს, მათ შორის ყველაზე დიდი შანსი ლონდონის "ჩელსის", ტურინის "იუვენტუსის", მილანის "ინტერის" და იტალიის ნაკრების ყოფილ ხელმძღვანელს, ანტონიო კონტეს აქვს. 48 წლის სკანდინავიელისთვის მიცემული სამი შეხვედრა არცისე იოლია, აქედან ორი პრემიერ ლიგაშია: "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, შუაში კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე - "ატალანტასთან". მიმდინარე სეზონში, სულშერს კრიტიკა ნამდვილად არ აკლია. მისი გუნდი პრემიერ ლიგაში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ, 14 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში, სამ ტურში მოპოვებული ორი გამარჯვებით და შესაბამისად, 6 ქულით ლიდერობს. ბოლო მატჩი “წითლებმა” ინგლისის ელიტარულ დივიზიონში, პრინციპული მეტოქის, “ლივერპული” წინააღმდეგ, საშინაო კედლებში ჩაატარეს და – 0:5 განადგურდნენ.

სხვა სტატიები