Belive

რა უყვარს ლიონელ მესის ფეხბურთზე მეტად?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი მისი ფეხბურთის მიმართ სიყვარულზე საუბრობს.  არგენტინელ ფეხბურთელს თავისუფლად შეუძლია საკუთარი ტიტულების მუზეუმი გახსნას. მას 5 ოქროს ბურთი, 5 ოქროს ბუცი და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პრიზი აქვს მოგებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს რაღაც, რაც მესისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ძვირფასია.
"მე მიყვარს ფეხბურთი და ფეხბურთით ვცხოვრობ, მაგრამ ოჯახი ყველაფერს მირჩევნია" - განაცხადა მესიმ. "კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენცია ჩემთვის სასიამოვნო იყო და ამ პროცესში გავიზარდე".
   

სხვა სტატიები