Belive

რა უთხრა ანჩელოტიმ ფეხბურთელებს გასახდელში? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ნიუკასლთან", პრემიერლიგის 24-ე ტურში, ფრედ დასრულებული შეხვედრის (2:2) შემდეგ, თავისი გუნდის ფეხბურთელებს საინტერესო რამ უთხრა. "ფეხბურთი მოულოდნელობებითაა სავსე. ბევრი ისეთი რამ ხდება, რისი პროგნოზირებაც უბრალოდ შეუძლებელია. პირველი გოლის გაშვებამდე, ვერავინ იფიქრებდა, რომ "ნიუკასლი" გათანაბრებას მოახერხებდა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ამას უნდა შევეგუოთ. ცხადია, ფეხბურთელები იმედგაცრუებულები და აღშფოთებულები იყვნენ, მაგრამ მათ პირადი გამოცდილების შესახებ მოვუყევი - მე ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გასვლის შემდეგ წავაგე. ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება",-თქვა იტალიელმა სპეციალისტმა. "კანფეტები" პრემიერლიგაში 30 ქულით მე-12 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები