Belive

რა უთხრა ბენზემამ მენდის ჩუმად, ვინიციუსის შესახებ? (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, მადრიდის "რეალმა" მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" სტუმრად, გერმანიაში, ფრე - 2:2 ითამაშა. შეხვედრაში "სამეფო კლუბის" მხრიდან გოლების გატანა ქარიმ ბენზემამ და კაზემირომ მოახერხეს. პირველმა მათგანმა შესვენების დროს საინტერესო რამ გააკეთა, რაც კამერებს არ გამოპარვიათ. ფრანგმა თავდამსხმელმა თანამემამულე ფერლანდ მენდის მშობლიურ ენაზე - ისე, რომ მათი დიალოგი ვინიციუს ჯუნიორს არ მოესმინა - უთხრა: "მისი თამაში ნაგავია. გთხოვ, არ მისცე მას ბურთი. დედას გეფიცები, ის ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს". 

ორი ტურის შემდეგ, "ბლანკოსებს" ერთადერთი ქულა აქვთ და B ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებენ. შემდეგ შეხვედრას ზინედინ ზიდანის გუნდი მილანის "ინტერის" წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში, 3 ნოემბერს გამართავს.  

სხვა სტატიები