Belive

რა უთხრა მბაპემ პოჩეტინოს ბარსელონასთან მატჩამდე

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "პსჟ"-მ სტუმრად "ბარსელონა" 1:4 დაამარცხა. პარიზელებმა მბაპეს ჰეთ-თრიქითა და მოიზე კინის გოლით მოიგეს. ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თამაშის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა. მან მბაპესთან დიალოგი და ფეხბურთელის დაპირება გაიხსენა.
"კილიანმა მკითხა, "კამპ ნოუზე" რამდენჯერ მოგიგია? მე ვუპასუხე - "მხოლოდ ერთხელ", შემდეგ კი მითხრა, რომ ხვალ "ბარსელონას" წინააღმდეგ მეორე გამარჯვება მექნებოდა. მატჩის შემდეგ კი, როდესაც ერთმანეთს შევხვდით, ეს დიალოგი გაიხსენა: "მე შენ გითხარი"," - ამბობს პოჩეტინო.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ "ბარსელონასა" და "პსჟ"-ს შორის საპასუხო დაპირისპირება 11 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები