Belive

რა უთხრა მესიმ ბარსელონას ფანებს ჯარიმის გატანის შემდეგ? (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მესიმ "ლივერპულის" წინააღმდეგ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. არგენტინელმა ფეხბურთელმა გუშინ მერსესაიდელებს დუბლი შეუსრულა და კატალონიური კლუბის შემადგენლობაში მე-600 გოლი გაიტანა. მესიმ "ლივერპულის" კარში გატანილი ულამაზესი ჯარიმის შემდეგ, "ბარსელონას" ფანებს მოუწოდა, რომ ფელიპე კოუტინიოს მისამართით სტვენა შეაჩერონ და ბრაზილიელს მხარი დაუჭირონ. შეგახსენებთ, რომ კოუტინიო დიდი ხანია "ბლაუგრანას" ქომაგების კრიტიკის საგანია. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი "ბარსელონაში" ძველი ფორმის დაბრუნებას ვერა და ვერ ახერხებს. "ახლა არავის კრიტიკის დრო არ არის. კოუტინიოს მისამართით სტვენა ძალიან ცუდია. არ აქვს მნიშვნელობა, ცუდი მატჩი აქვს ბრაზილიელს თუ კარგი," - თქვა მესიმ თამაშის შემდეგ.

 

სხვა სტატიები