Belive

რა უთხრა ნანიმ რონალდუს "წართმეული" გოლის შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2010 წელს ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში რონალდუს კარიერის ერთ-ერთი საოცარი გოლი გაჰქონდა. პორტუგალიელ ფეხბურთელს თანაგუნდელმა ნანიმ შეუშალა ხელი. ეს უკანასკნელი კარისკენ მიმავალ ბურთს შეეხო, მსაჯმა კი მასზე თამაშგარე დააფიქსირა. ნანიმ აღნიშნული მომენტი გაიხსენა. "ორლანდო სიტის" ვინგერმა ამ მომენტში არბიტრი დაადანაშაულა.
"ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ გაბრაზებული მსაჯებზე იყო. ეს ეპიზოდი ყველამ არასწორად გაიგო, რადგან ბურთი უკვე კარში იყო შესული. მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ბურთს კარის ხაზი რომც არ გადაეკვეთა, თამაშგარე მდგომარეობაში მაინც არ ვიყავი და ეს ვიდეოში ჩანს. რონალდუსგან გოლის წართმევის განზრახვა არ მქონია. შემდგომ მას ბოდიშიც მოვუხადე, რადგან ნამდვილად ლამაზი მომენტი იყო. ჩემთვის ეს გოლი მაინც არსებობს. უბრალოდ საჭიროა, რომ ის ნაწილი ამოვჭრათ, რა დროსაც მე ბურთს შევეხე. თუმცა, მადლობა ღმერთს, რონალდუს ეს გოლი არ სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ის, ვინც არის. კრიშტიანუს ბევრი ისეთი გოლი აქვს, რომელთა გამორჩევა და სიამოვნების მიღება შეუძლია," - თქვა ნანიმ.

სხვა სტატიები