Belive

რა უთხრა რუნიმ რონალდუს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გაძევების შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში ერთმანეთს, ინგლისისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი დრამატულად წარიმართა. შეხვედრის 61-ე წუთზე უეინ რუნი დააჯარიმეს. ეს მომენტი ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი გახლდათ, მაგრამ სიტუაცია მძიმედ განვითარდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი რუნის გაფრთხილებას ითხოვდა. ინგლისელი ფეხბურთელი ამაზე გაცხარდა და კრიშტიანუს ხელი ჰკრა. მსაჯმა უეინს ეს არ აპატია და მინდვრიდან გააძევა. იმ დროს რუნი და რონალდუ "იუნაიტედში" ერთად ასპარეზობდნენ. ამასთან დაკავშირებით რუნიმ გაიხსენა, თუ რა უთხრა მატჩის შემდეგ კრიშტიანუს - "დავფიქრდი იმაზე თუ რას ვიზამდი რონალდუს ადგილზე. ალბათ იგივეს. იმ დროს ნაკრებში ჩემზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. მე ახალგაზრდა და ძალიან ფიცხი ვიყავი. გაძევების შემდეგ  გავბრაზდი, მაგრამ როდესაც მინდვრიდან გავედი შევეცადე დავმშვიდებულიყავი. გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში რონალდუს შევხვდი და ერთმანეთს თვალებში შევხედეთ. ვგრძნობდი, რომ მისთვის ბოდიში უნდა მომეხადა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. მე მას ვუთხარი, რომ მასთან არანაირი პრობლემა არ მქონდა. წარმატება ვუსურვე და ვუთხარი რომ გამიხარდებოდა თუ ჩემპიონატს მოიგებდა." შეგახსენებთ, რომ შეხვედრა პორტუგალიამ პენალტების სერიაში 1:3 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე საფრანგეთს დაუპირისპირდა, სადაც ზინედინ ზიდანის ერთადერთი გოლის წყალობით "მამლებმა" გაიმარჯვეს.

სხვა სტატიები