Belive

ცნობილია რა უთხრეს ზლატანმა და ლუკაკუმ ერთმანეთს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის თასის მეოთხედფინალში, მილანური დერბის პირველი ტაიმის მიწურულს, ფეხბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რომელუ ლუკაკუ დაუპირისპირდნენ.
"მილანისა" და "ინტერის" თავდამსხმელებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც შემდგომ გაირკვა, ზლატანმა ბელგიელს "ვირი" უწოდა, რაზეც გაბრაზებულმა ლუკაკუმ თავი ვერ შეიკავა და "ინტერის" ცხრიანმა იბრაჰიმოვიჩს საკმაოდ უხეშად უპასუხა: "ბ**ო, შ***ცით შენს და შენს ცოლსაც."
დაპირისპირებული მხარეები თანაგუნდელებმა გააშველეს, ინციდენტის დასრულების შემდეგ კი ორივე ფეხბურთელი მსაჯმა ყვითელი ბარათით გააფრთხილა. იხილეთ: ლუკაკუ და იბრაჰიმოვიჩი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო) ასევე იხილეთ: იბრაჰიმოვიჩი კოლაროვის წაქცევის გამო მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

სხვა სტატიები