Belive

რაბიო იუვენტუსში გადადის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

BBC-ის ინფორმაციით, ადრიენ რაბიო ტურინში იმყოფება და მომდევნო 24 საათის განმავლობაში, გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს. 24 წლის ფეხბურთელს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებდა. ცნობილია რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება თავად ტომაშ ტუხელმა არ ისურვა. მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე, "იუვენტუსმა" უკვე მეორე ფეხბურთელი დაიმატა თავისუფალი აგენტის სტატუსით: "არსენალში" 11-წლიანი კარიერის დასრულების შემედგ, "ბებერი ქალბატონის" რიგებს აარონ რემსი შეუერთდა. ადრიენ რაბიოს ტურინში გამოჩენასთან დაკავშირებით, იტალიური გრანდის ოფიციალურმა გვერდმა "ტვიტი" გამოაქვეყნა.

სხვა სტატიები