Belive

რაიან ბაბელი პრემიერლიგაში დაბრუნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიელი შემტევი, რაიან ბაბელი "ფულემის" ფეხბურთელი გახდა.  ბაბელმა "პრემიერლიგის" კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ახალ კლუბში ბაბელი 12 ნომრიან მაისურს მოირგებს. ბაბელის პროფესიონალური კარიერა 2004 წელს "აიაქსში" დაიწყო. ამსტერდამში მან 2007 წლამდე ითამაშა და 111 თამაშში 24 ბურთი გაიტანა. "აიაქსიდან" პრემიერლიგაში დაგავიდა და "ლივერპულის" მაისური მოირგო. მერსესაიდულ გრანდში მან 2011 წლამდე იასპარეზა. 146 თამაშში 22 ბურთის გატანა მოახერხა. 2011 წელს "ჰოფენჰაიმს" შეუერთდა, სადაც ორი სეზონი დაჰყო. გერმანულ კლუბში 51 შეხვედრაში 6 ბურთის გატანა შეძლო და ისევ "აიაქსში" დაბრუნდა, სადაც ერთი სეზონი გაატარა. ბოლოს, 2016 წლიდან "ბეშიქთაშის" ღირსებას იცავდა. თურქეთში 86 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 29-ჯერ გამოიჩინა თავი.

სხვა სტატიები