Belive

რაიან გიგზი: „ბეილს რონალდუს ჩანაცვლების პოტენციალი აქვს“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული უელსელი მოთამაშე, რაიან გიგზი მადრიდის „რეალში“ არსებულ მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს. გიგზი საკუთარ თანამემამულე გარეთ ბეილის შესაძლებლობებზე საუბრობს, იგი აღნიშნავს, რომ გარეთ ბეილს უდიდესი შესაძლებლობა აქვს და მას შეუძლია შეავსოს ის დანაკლისი და სიცარიელე, რაც რონალდუს გუნდიდან წასვლამ გამოიწვია. რაიან გიგზი: „ძნელია, როდესაც 5 გზის ოქროს ბურთის მფლობელი, მთავარი გოლეადორი და გუნდის ძირითადი ფიგურა სხვა კლუბში გადადის, თუმცა ეს უკეთ წარმოაჩენს გარეთ ბეილის შესაძლებლობებს, ბეილს რონალდუს ჩანაცვლების პოტენციალი აქვს. კრიშტიანუ რონალდუს ყოველი მადრიდული წელი მისთვის ახალი გამოცდა იყო და იგი ამ ყველაფერს თავს იდეალურად ართმევდა“. მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კრიშტანუ რონალდუმ კარიერის გაგრძელება იტალიაში, კერძოდ ტურინის „იუვენტუსში“ გადაწყვიტა. ტურინელებს მის სანაცვლოდ 112 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ.

სხვა სტატიები