Belive

რაიოლა - ბალოტელი შესაძლოა მონცას წარმატების შემოქმედი გახდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არაერთ სკანდალში გახვეული მარიო ბალოტელი, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მორიგი ეპატაჟური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოექცა - ვეტერანმა იტალიელმა შემტევმა, სერია ბ-ს ბინადარი "მონცას" მაისური მოირგო. სკეპტიკოსების კრიტიკის  მიუხედავად, მინო რაიოლა მიიჩნევს, რომ მარიო ბალოტელი შესაძლოა "მონცას" წარმატების მთავარი შემოქმედი გახდეს და ლომბარდიულ კლუბს ელიტაში აღზევებაში დაეხმაროს. "მონცას" სათავეში "მილანის" ყოფილი მმართველი ადრიანო გალიანი უდგას და ბალოტელის დამატების შემდეგ, ლომბარდიული კლუბი ისტორიაში პირველად სერია ა-ში ასპარეზობას იმედოვნებს.
"ბალოტელი შესაძლოა "მონცას" წარმატების მთავარი შემოქმედი გახდეს. მისი უნიკალური შესაძლებლობები ეჭვგარეშეა, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება. ჩვენ ტავდაუზოგავად ვშრომობთ იმისათვის, რომ ბალოტელი კვლავ იდეალურ ფორმაში ჩადგეს. ბალოტელის დამატებით, "მონცამ" მკაფიოდ მიანიშნა, რომ სერია ბ-ში დიდხანს დარჩენას არ აპირებს. გალიანის ჯერ კიდევ "მილანში" მოღვაწეობის დროიდან ვიცნობ და მას პატივს ვცემ", - აღნიშნა მინო რაიოლამ.

სხვა სტატიები