Belive

რაიოლა: "პოგბა სოლსკიაერის ტყვე არ არის"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის პოლ პოგბას ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გააკრიტიკა. "პოლი არც ჩემია და ცხადია არც სოლსკიაერის. პოგბა საკუთარ თავს ეკუთვნის. თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ადამიანი ძალით გააჩეროთ იქ სადაც გინდათ, თუნდაც ეს დიდი ბრიტანეთი და პრემიერლიგა იყოს. დიდი იმედი მაქვს, ოლე არ თვლის, რომ, პოგბა მისი ტყვეა. ვიდრე სოლსკიაერი ჩემს სიტყვებს უპასუხებს, მან მათი ზუსტი მნიშვნელობა უნდა იცოდეს. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, რომელსაც შეუძლია აზროვნება და თავისი ნააზრევის გადმოცემა. აქამდე ჩემსა და სოლსკიაერს შორის კეთილგანწყობა იყო, მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს ის სიტყვები, რომელიც პოგბას უთხრა",-თქვა რაიოლამ. ცოტა ხნის წინ, რაიოლამ თქვა, რომ "იუვენტუსის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც პოგბას საკითხიც განიხილა, რის საპასუხოდაც სოლსკიაერმა თქვა, რომ პოგბა "მანჩესტერის" ფეხბურთელია და არსად წასვლას არ აპირებს. 26 წლის ფრანგი "მანჩესტერში" "იუვენტუსიდან" 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები