Belive

რაიოლამ პოგბას მომავლის შესახებ ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ თავისი კლიენტის, პოლ პოგბას მომავლის შესახებ ისაუბრა.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი ნახევარმცველის გადაბირება ზინედინ ზიდანს სურს "რეალში". ამასთან ერთად, პოგბას დაბრუნებას ცდილობს ტურინის "იუვენტუსი". რაიოლა ამბობს, რომ 26 წლის ფეხბურთელი მანჩესტერიდან წასვლას არ გეგმავს. "პოლს უნდა, რომ იყოს ბედნიერი და წარმატებული. მისი სურვილია, ტიტულებს "იუნაიტედთან" ერთად დაეუფლოს. ვადასტურებ, რომ "რეალთან" კონტაქტი შედგა. მანჩესტერულმა გუნდმა პოგბას გაშვება არ მოინდომა," - თქვა რაიოლამ. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა ტრავმირებულია. ფრანგი ფეხბურთელი ბოლოს მოედანზე 30 სექტემბერს გავიდა.

სხვა სტატიები