Belive

რაისი: "სევილიასთან გამარჯვების შემდეგ იარმოლენკო ემოციურად იყო"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში "ვესტ ჰემმა" ტურნირის მრავალგზის ჩემპიონი "სევილია" 2:0 დაამარცხა შემდეგ ეტაპზე გავიდა. ინგლისური გუნდის რიგებში გადამწყვეტი გოლი უკრაინელმა ანდრეი იარმოლენკომ გაიტანა. "ვესტ ჰემის" კაპიტანმა, დეკლან რაისმა შეხვედრის შემდეგ მატჩის გმირზე ისაუბრა.
"ეს, ალბათ, ჩემი "ვესტ ჰემში" ყოფნის საუკეთესო საღამოა. იარმოლენკო ამ გამარჯვების შემდეგ ცოტა ემოციური იყო და ბიჭებისგან შორს იმყოფებოდა. მას ძალიან ბევრი რამის გავლა მოუწია, რომ ასე ეთამაშა. სურვილისა და ბრძოლის დამსახურებით, მან გადამწყვეტი ბურთის გატანა მოახერხა," - ამბობს რაისი.
 

სხვა სტატიები