Belive

რაჯა ნაინგოლანი კალიარიში დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიელი ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანი "კალიარიში" დაბრუნდა. ნაინგოლანი ბოლოს "ინტერში" თამაშობდა. რაჯა ნაინგოლანი "კალიარის" ღირსებას 2010-2014 წლებში იცავდა. სწორედ სარდინიული კლუბიდან გადავიდა "რომაში", სადაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ნაინგოლანის "კალიარიში" გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად მისი ცოლი სახელდება. რაჯას მეუღლეს სიმსივნე აქვს და ის წარმოშობით სწორედ კალიარიდან არის. ასე რომ, ნაინგოლანის "კალიარიში" დაბრუნება შეიძლება ოჯახურ პრობლემებს დავაბრალოთ. გასულ სეზონში რაჯამ "ინტერის" მაისური 36-ჯერ მოირგო და 7 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები