Belive

რაჯა ნაინგოლანი მოხალისედ მუშაობს და ოჯახებს პროდუქტებით ამარაგებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"კალიარის" ვარსკვლავი რაჯა ნაინგოლანი კორონავირუსის პანდემიის დროს, რომელმაც იტალია განსაკუთრებულად დააზარალა, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობს. ბელგიელი ფეხბურთელი კამერებმა სარდინიაში დააფიქსირეს, სადაც მან წესისამებრ, ნიღბით, ხელთათმანებითა და იზოლირებული ტანისამოსით მუშაობა დაიწყო. 31 წლის ნახევარმცველი მოხალისეთა იმ გუნდს შეუერთდა, რომელიც საზოგადოებისთვის საკვები და ჰიგიენური პროდუქტების მიწოდებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებუბით კი იმ ოჯახების, რომელთა წევრებმაც კრიზისულ პერიოდში სამსახური დაკარგეს.

სხვა სტატიები