Belive

რაკიტიჩი ინტერს მიუახლოვდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივან რაკიტიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით "ინტერმა" და "ბარსელონამ" პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. წყაროს მტკიცებით, 30 წლის ხორვატი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ინტერს" შეუერთდება. მოქმედი კონტრაქტი, რაკიტიჩს "ბარსელონასთან" 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა კატალონიელები მზად არიან ხორვატ ფეხბურთელს 39 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელიონ. აღსანიშნავია რომ ივან რაკიტიჩის კატალონიურ მომავალს ფრენკი დე იონგის ტრანსფერმა შეუქმნა საფრთხე. "ბარსელონამ" "აიაქსის" ტალანტი 65 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაიფორმა.

სხვა სტატიები