Belive

რაკიტიჩის დღეები ბარსელონაში დათვლილია?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკანასკნელ პერიოდში კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული ივან რაკიტიჩი მორიგ სკანდალში გაეხვა. "ბლაუგრანას" ხორვატმა ვარსკვლავმა, Instagram-ზე განთავსებული პოსტით კატალონიური გრანდის გულშემატკივრები გააღიზიანა. განრისხებულმა ფანებმა რაკიტიჩის ტრანსფერი მოითხოვეს. გულშემატკივრების წყენის მიზეზი, Instagram-ზე განთავსებული პოსტი გახდა, რომელშიც რაკიტიჩმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი გაიხსენა. რებიჩის, მოდრიჩისა და რაკიტიჩის გოლების წყალობით, ხორვატიამ არგენტინა 3:0 დაამარცხა - რაკიტიჩმა სწორედ აღნიშნული მატჩის ფოტოები და ვიდეო განათავსა. ერთ-ერთ ფოტოში რაკიტიჩის მიერ მოტყუებული ლეო მესი ჩანს - "ბარსელონას" ფანებმა რაკიტიჩის საქციელს აღმაშფოთებელი უწოდეს.

 
View this post on Instagram
 

5/5 #los5deRakitic #The5ofRakitic Argentina 🆚 @hns_cff 🏆 FIFA WC 2018 📆 21/June/2018 🏟 Nizhny Novgorod Stadium ⚽️ Score: 0-3 Goals: Rebić (53’), Modrić (80’), I.Rakitić (91’)

A post shared by Ivan Rakitic (@ivanrakitic) on

რაკიტიჩის ქმედებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა და გულშემატკივრებმა ივარაუდეს, რომ ზაფხულში იგი "ბარსელონას" დაემშვიდობება.
444444444444444

სხვა სტატიები