Belive

რაკიტიჩმა ბარსელონას დატოვება გადაწყვიტა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Diario Goal-ი წერს, რომ ივან რაკიტიჩს "ბარსელონას"დატოვება გადაწყვეტილი აქვს. ხორვატი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" იანვარში დაემშვიდობება. ამ თემაზე ჭორები დიდი ხანია ვრცელდება. კატალონიური კლუბი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს, ხოლო ერნესტო ვალვერდე მას ძირითადი შემადგენლობის წევრად აღარ განიხილავს. ამ სეზონში, რაკიტიჩი სასტარტო თერთმეტეულში 10-დან მხოლოდ ერთ მატჩში მოხვდა. "ბარსას" ხელმძღვანელები ნახევარმცველთან შელევას 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებენ, ამ თანხის გადახდაზე თანახმა "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც იანვარში შემადგენლობის განახლებას გეგმავს.

სხვა სტატიები