Belive

რაკიტიჩს ზაფხულში ბარსელონას დატოვება სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ზაფხულში კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა. ესპანური პრესის ინფორმაციით, რაკიტიჩის მომავალ ტრანსფერზე გავლენა ფრენკ დე იონგის გუნდში მოსვლამ იქონია. ხორვატი ფეხბურთელი შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს. "ნერაძური" რაკიტიჩის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის. ივან რაკიტიჩს "ბარსელონასთან" მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს. რაკიტიჩი კატალონიურ გრანდში 2014 წელს "სევილიადან" გადავიდა და მალევე გახდა ერთ-ერთი ლიდერი. "ბარსელონას" მაისურით ხორვატმა 247 მატჩი ჩაატარა და 34 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები