Belive

რაკიტიჩმა სევილიას გამარჯვება აღნიშნა - ბარსელონა უკმაყოფილოა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გამოცემა "Mundo Deportivo" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ბარსელონა" ივან რაკიტიჩის საქციელით უკმაყოფილოა. გუშინ ევროპის ლიგის ფინალში "სევილიამ" "ინტერი" 3:2 დაამარცხა. ივან რაკიტიჩმა კი გამარჯვება საკუთარ სახლში აღნიშნა, კონკრეტულად კი ხორვატი ფეხბურთელი აუზში ცურაობდა და ისე აღნიშნავდა ანდალუსიელთა წარმატებას. ეს ფაქტი "ბარსელონაში" არ ესიამოვნათ. კლუბში თვლიან, რომ ეს საქციელი შეუფერებელი და უდროოა, რადგან 1 კვირის წინ "ბლაუგრანა" "ბაიერნთან" 8:2 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფეხბურთელი "სევილიაში" 2011 წლიდან, 2014 წლის ჩათვლით ასპარეზობდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ. "სევილიას" მაისურით რაკიტიჩმა 149 შეხვედრა ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები