Belive

"რაკუვში გაგნიძის დაბრუნება სურთ" - პოლონური მედია ქართველ ნახევარმცველზე საუბრობს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
FIFA-ს მიერ 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რუსეთის და უკრაინის ჩემპიონატებში თამაშობენ, კონტრაქტის შეჩერება 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ. ეს შანსს აძლევს იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე კლუბებთან კონტრაქტს ფლობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლონური მედია სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ შესაძლოა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრებების ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე ქვეყნის თასის ბოლო ორი გათამაშების მოქმედ გამარჯვებულ და ექსტრაკლასას ვიცე-ჩემპიონ "რაკუვში" დაბრუნდეს.
"ყველა მოთამაშეს შეეძლება გააგრძელოს თამაში იმ კლუბებში, რომლებთანაც მათ დროებითი საიჯარო კონტრაქტი ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იქნება თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი. "რაკუვის" მწვრთნელმა ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ლუკა გაგნიძის გუნდში დატოვების სურვილი აქვს, თუმცა კლუბში განაცხადეს რომ ფიფას გადაწყვეტილების გაოფიციალურებას ელოდებოდნენ, რათა დაეწყოთ ფეხბურთელებთან საუბარი მათი დარჩენის შესახებ", - წერს პოლონური მედია.
19 წლის ლუკა გაგნიძე, რომელიც "დინამო თბილსის" აღზრდილია, 2021 წლის ზაფხულში მოსკოვის "დინამოს" შეუერთდა, საიდანაც განათხოვრების წესით ეკატერინბურგის "ურალში" ითამაშა, ხოლო რუსეთის ჩემპიონატში გატარებული სანქციების შემდეგ, "რაკუვში" გადაბარგდა და ექსტრაკლასაში 1 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

სხვა სტატიები