Belive

რამაზ სვანაძე: "ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, ბევრ ცვლილებას არ გპირდებით"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს საქართველოს ნაკრები ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. წლის ბოლო მატჩში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც მატჩამდე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "ჩემთვის ამ მდგომარეობაში ეროვნული ნაკრების გაძღოლა უდიდესი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ნდობის მანდატი მომანიჭა. ჩემთვის ეს აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. სასიამოვნო სიურპრიზი.  გუნდში გვაქვს რამდენიმე მიკრო-ტრავმა. კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. ამას მატჩამდე გავიგებთ.  განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გპირდებით. შევეცდებით, რომ მოედანზე მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით გავიდეთ. ახლა ექსპერიმენტების არც დრო გვაქვს და არც შესაძლებლობა, ასე რომ, უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, არის ის, რომ გუნდში კარგი ფსიქოლოგიური ატმოსფერო იყოს. ვიცოდით, რომ გუნდში მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა იქნებოდა. ამ ბიჭებზე მეტად გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არავის არ უნდოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ეს  ფეხბურთია და ასეც ხდება.  მცირე სიახლეები იქნება, თუმცა განსაკუთრებული არაფერი, რადგან ეს გუნდი 5 წელია ერთად მოდის, ერთ ფეხბურთს თამაშობს და აქცენტები სწორადაა დასმული. შემადგენლობის მხრივ, ჩვენ გვყავს 27 ფეხბურთელი, რომელთაგანაც ყველა მათგანი განიხილება ძირითადი თერთმეტეულისთვის მინდა ბატონ ვლადიმირ ვაისს მადლობა გადავუხადო. მის ხელში ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, იყო წარუმატებლობაც, მაგრამ მთლიანობაში მის მუშაობას დადებითად ვაფასებ.  გუნდში არის ისეთი განწყობა, რომელიც აქამდე არასდროს არ ყოფილა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ის  ყველას ეკისრება, თუმცა ეს არის შიდა საქმე, რომელიც გარეთ არ უნდა გავიდეს და მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა თავად უნდა გაიზიარონ. რაც შეეხება უშუალოდ ხვალინდელ მატჩი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პასუხიმგებლობა, ეს არის საფეხბურთო წესი, რომელიც ოდიდგანვე ასე მოდის", - თქვა სვანაძემ. საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების შეხვედრა 18 ნოემბერს, "დინამო არენაზე" შედგება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები