Belive

რამაზ სვანაძე ინგლისთან მატჩზე: "გადამწყვეტი როლი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ექნება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2021 წლის ბოლო შეხვედრის წინ, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა და ინგლისთან ამხანაგური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
"რთული თამაში გველის, თუმცა ამავდროულად საინტერესო. ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველ მატჩს ჩავატარებთ და მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, ვინც ტელევიზიით შეხედავს მატჩს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრაა, დანარჩენი ხვალ მოედანზე გამოჩნდება. წლის შემაჯამებელი მატჩის წინ, გადამწყვეტი როლი ექნება ჩვენი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამ მხრივ გუნდში სიტუაცია ძალინ კარგად იყოს", - თქვა რამაზ სვანაძემ.
საქართველოსა და ინგლისის 21-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება 16 ნოემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები