რამდენი გამოიმუშავა საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონში გამარჯვებით?

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (UEFA) ერთა ლიგის მონაწილე 55 საფეხბურთო ნაკრებს ჯამში €112.87 მილიონს უხდის.

სხვადასხვა ლიგებში გადანაწილებული ნაკრებებმა შემდეგი თანხის მოცულობა მიიღეს:

  • A დივიზიონი: €2.25 მილიონი
  • B დივიზიონი: €1.5 მილიონი
  • C დივიზიონი: €1.125 მილიონი
  • D დივიზიონი: €750,000

დამატებით, თითოეულ დივიზიონში გამარჯვებული გუნდი ბონუსსაც იღებს:

  • A დივიზიონის გამარჯვებული: €2.25 მილიონი
  • B დივიზიონის გამარჯვებული: €1.5 მილიონი
  • C დივიზიონის გამარჯვებული: €1.125 მილიონი
  • D დივიზიონის გამარჯვებული: €750,000.

საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონში 6 მატჩი გამართა, სადაც 5 მოგებითა და 1 ფრით, 16 ქულა დააგროვა და ჯგუფის გამარჯვებულიც გახდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირში მონაწილეობით €1.5 მილიონი გამოიმუშავა.

(10811)

რამდენი გამოიმუშავა საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონში გამარჯვებით?

სტატიის ავტორი
-