Belive

რამდენი გოლი აქვს ვაკო ყაზაიშვილს MLS-ში და მერამდენე პოზიციას იკავებს ბომბარდირთა დავაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს გამთენიისას, საქართველოს ნაკრებისა და ამერიკული კლუბის "სან-ხოსეს" 26 წლის თავდამსხმელმა - ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში (ამერიკის ჩემპიონატში) მორიგი ულამაზესი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ვაკომ MLS-ის ზედიზედ მესამე თამაშში შეძლო გოლის გატანა. 22-ე ტურისთვის ვაკოს მონაგარი 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, რითაც იგი ბომბარდირთა დავაში მე-8 ადგილს იკავებს. MLS-ის ბომბარდირი კი 22 გოლით კარლოს ველაა. "სან-ხოსე"-ში ვაკოზე მეტი გოლი მხოლოდ 36 წლის კრის ვონდოლოვსკის აქვს გატანილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ MLS-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ვაკო ყაზაიშვილის კლუბი 22 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე 37 ქულით იმყოფება.

სხვა სტატიები