Belive

რამდენი მილიონი დახარჯა რეალმა წელს ტრანსფერებში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ რაღაც 1 საათის წინ, მადრიდის "რეალმა" მორიგი ტრანსფერი დაადასტურა. ფერლანდ მენდი 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ "თეთრებს" შეუერთდა. ფლორენტინო პერესმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე 5 ფეხბურთელი შეიძინა. საინტერესოა, თუ რა თანხა დახარჯა "რეალმა" ზაფხულში ტრანსფერებში. როგორც იცით, "ბლანკოსმა" ბრაზილიიდან ორი ნიჭიერი ფეხბურთელი - როდრიგო (54 მილიონი ევრო) და ედერ მილიტაო (50 მილიონი ევრო) გაიფორმა, რაც ჯამში 104 მილიონს უტოლდება. ფრანკფურტის "აინტრახტიდან" მადრიდულმა გრანდმა 65 მილიონად შეიძინა ლუკა იოვიჩი და რაც მთავარია, 100 მილიონად ედენ აზარის ტრანსფერი განახორციელა. რაც შეეხება დღევანდელ ახალწვეულს, "რეალმა" "ლიონს" მენდის სანაცვლოდ 52 მილიონი გადაუხადა. ფლოენტინო პერესმა, როგორც თავად განაცხადა, "ახალი რეალის" მშენებლობაში უკვე 322 მილიონი ევრო დახარჯა.

სხვა სტატიები