საქართველოს ნაკრები ხვალ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 მატჩს დუბლინში, ირლანდიასთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებმა" ორი დღის წინ "დინამო არენაზე" შვეიცარიასთან 0:2 წააგეს და შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყეს.
რაც შეეხება ირლანდიას, მიკ მაკკმარტის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად გიბრალტარი მინიმალური ანგარიშით - 0:1 დაამარცხა.
რაც შეეხება ირლანდიელთა ბოლო 2 წელს, ბრიტანელებმა 2017 წლიდან დღემდე მხოლოდ 3 თამაში მოიგეს.
6 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სახლში მოლდოვა 2:0 დაამარცხეს, 3 დღეში კი გასვლაზე უელსს მოუგეს - 0:1.
რაც შეეხება მე-3 გამარჯვებას, ირლანდიელებმა 23 მარტს ზემოთ ხსენებულ გიბრალტარს აჯობეს.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო 2 წელში 5 ოფიციალური თამაში მოიგო.