Belive

რამდენია ფარერების ჩემპიონის შემადგენლობის საერთო ღირებულება?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" ფარერების ჩემპიონ "კლაკსვიკთან" 6:1 დამარცხდა. ჩისკო მუნიოსის გუნდმა ევროტურნირებზე ასპარეზობა სამარცხვინო მარცხით დაასრულა. საინტერესოა, რომ საქართველოს ჩემპიონის დღევანდელი მეტოქის შემადგენლობის საერთო ღირებულება მხოლოდ 1,9 მილიონი ევროა. "კლაკსვიკის" ყველაზე ძვირადშეფასებული მოთამაშე ნიგერიელი იბრაჰიმ ალიუა - 150 ათასი ევრო. შედარებისთვის, "დინამო თბილისის" ფეხბურთელების საერთო ფასი 7 მილიონია.

სხვა სტატიები