Belive

რამდენის გადახდა მოუწევს მანჩესტერს ალექსის სანჩესის გაშვების შემთხვევაში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, ალექსის სანჩესის დღეები "მანჩესტერ იუნაიტედში" დათვლილია. ჩილელი ფეხბურთელი, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" 2018 წლის იანვარს გადავიდა, დიდი ხანია უკვე საშინელ ფორმაშია. Daily Mail-ის ინფორმაციით, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა აპირებს, რომ სანჩესს კონტრაქტი გაუწყვიტოს და გუნდიდან გაუშვას. ეს გადაწყვეტილება "წითელ ეშმაკებს" 13 მილიონი ევრო დაუჯდებათ. 30 წლის ჩილელს გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და შესაბამისად, ალექსისმა კომპენსაცია უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედი" სანჩესს კვირაში ხელფასის სახით 500 000 ევროს უხდის, მანჩესტერელთა ვინგერს კი მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები