Belive

რამდენით აზარალა კორონავირუსმა ტოპ 5 ლიგა?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საკონსულტაციო კომპანია KPMG– მა ის თანხა გამოთვალა, რომელსაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიით განოწვეული პაუზის დროს იზარალებს. აქ იგულისხმება როგორც სატელევიზიო გაყიდვების, ასევე გულშემატკივრის დასასწრები ბილეთების, ფან-შოპების ფუნქციონირების და სხვა საორგანიზაციო თანხები. შედეგები ასე გამოიყურება: პრემიერლიგა - 1.35 მილიარდიდან - 2 მილიარდ ევრომდე. ლა ლიგა - 600 მილიონი ევრო. ბუნდესლიგა - 400 მილიონი ევრო. სერია A - 450 მილიონი ევრო. ლიგა 1 - 200 მილიონი ევრო. ჯამურად, 5 წამყვამი საფეხბურთო ლიგა 3.45-დან 4 მილიარდ ევრომდე იზარალებს. 17 მარტს, უეფაში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროპის საფეხბურთო ჩსმპიონატები 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

სხვა სტატიები