Belive

რამდენჯერმე შემცირებული ხელფასი - იოზილის ანაზღაურება ფენერბახჩეში ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გასულ კვირას მესუთ იოზილისა და "არსენალის" ურთიერთობა დასრულდა - გამოცდილმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და "ფენერბახჩეში" გადავიდა. როგორც ცნობილია, იოზილი თურქეთში ანაზღაურების სერიოზულ შემცირებას დათანხმდა. მესუთის ანაზღაურება კვირაში 67 300 ევრო იქნება, რაც "არსენალის" გასამრჯელოსთან შედარებით 5-ჯერ ცოტაა. 2018 წელს გახანგძლივებული კონტრაქტის თანახმად, 32 წლის შემტევი ნახევარმცველი "მეთოფეებისგან" კვირაში 350 000 ევროს იღებდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, თურქეთის სუპერლიგაში "ფენერბახჩეს" ჩემპიონობის შემთხვევაში მესუთი ბონუსად 445 000 ევროს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის 222 000 ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები