Belive

რამდენს გამოიმუშავებენ BBC Sports-ის ვარსკვლავები?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. გავრცელებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ სპორტის განყოფილების ზოგიერთ წარმომადგენელს საკმაოდ სოლიდური ხელფასი აქვს. უკვე მეხუთე წელია, რაც Match of the Day-ის მთავარი წამყვანი გარი ლინეკერი, სახელფასო რეიტინგის მოწინავე რიგებშია. გასული წლის მონაცემებით მისმა შემოსავალმა 1,35 მილიონ ფუნტს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 61 წლის ლინეკერის გამომუშავებული თანხა 2020 წელს 1,75 მილიონი ფუნტი იყო. ინგლისის, "ევერტონისა" და "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა პენსიაზე გასვლის შემდეგ, სპორტულ ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა. გარი კვლავ რჩება BBC-ის სპორტული პროგრამის მთავარ სახედ. პრემიერ ლიგის ციებ-ცხელების დროს, რთული წარმოსადგენია კვირა მის გარეშე. ერთი სიამოვნებაა ლინეკერის ყურება, როდესაც ყოფილ მოთამაშეებთან ერთად განიხილავს სხვადასხვა გუნდების ტაქტიკასა თუ სათამაშო ფორმას.
შარლოტა მურმა, BBC-ის კონტენტის მთავარმა ოფიცერმა, ამ წლის მარტში თქვა: „ვფიქრობ, რომ მაყურებელი ნამდვილად აფასებს წამყვანებს, რომლებიც ჩვენს დიდ შოუებში გვყავს. ხალხს, რომელიც არ ტოვებს Match of Day-ს არცერთ გამოშვებას, დიდი სიყვარული აქვს გარი ლინეკერის მიმართ."
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავების ხელფასების სიაში არ შედის BBC-ის ყველა ცნობილი სახე. კორპორაციის კომერციულ განყოფილებას BBC Studios-ს არ აქვს ვალდებულება, რომ გამოაქვეყნოს ყველა თანამშრომლის ხელფასი. მაგრამ, საინტერესოა იმ ჟურნალისტების ხელფასი, რომლებიც უფრო დიდი დატვირთვით მუშაობენ, ისინი ვინც აშუქებენ უიმბლდონს, ასოციაციის თასს, ოლიმპიადას და ა.შ.

BBC Sport-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამშრომლები:

1. გარი ლინეკერი: £1,350,000-1,354,999 3. ალან შირერი: £450,000-£454,999 20. ჯეისონ მოჰამედი: £285,000-£289,999 31. მარკ ჩეპმენი: £250,000-£254,999 41. დენ უოკერი: £220,000-£224,999 48. მიკა რიჩარდსი: £200,000-£204,999 52. ალექს სკოტი: £195,000-£199,999 65. კრის სატონი: £155,000-£159,999

სხვა სტატიები