Belive

რამოსი ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, ლეო მესიმ "ბარსელონადან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო - არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს, სავარაუდოდ, ძალიან მალე დატოვებს. "რეალ მადრიდის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ლეოს აქვს უფლება, საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს.
"ესპანური ფეხბურთისთვის, "ბარსელონასა" და ჩვენთვის გვინდა, რომ მესი დარჩეს. არგენტინელი ლა ლიგას, საკუთარ გუნდსა და "კლასიკოს" უკეთესს ხდის. ყოველთვის კარგია, როდესაც საუკეთესოს ამარცხებ, ხოლო ლეო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია. არგენტინელმა დაიმსახურა უფლება, რომ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ წასვლა საუკეთესო არჩევანი იქნება," - განაცხადა რამოსმა.

სხვა სტატიები