Belive

რამოსი ხელფასს იკლებს - მადრიდის რეალმა და კაპიტანმა მოლაპარაკება დაიწყეს  

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" ცენტრალური მცველი, კორონავირუსის ფონზე კლუბში შექმნილ ფინანსურ სირთულეებს აცნობიერებს და მზადყოფნას გამოთქვამს ახალ ხელშეკრულებაში ხელფასი შეიმციროს. მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ სირთულეები არ უნდა წარმოიშვას, რადგან სერხიოს "ბლანკოსების" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა აქვს. რამოსი "რეალში" 2005 წელს, "სევილიადან" გადაბარგდა და 22 ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა, 5-ჯერ კი ლა ლიგა. 34 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა "რეალის" მაისურით 97 გოლის გატანა და 39 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები