Belive

რამოსი: ,,მესის თანაგუნდელობა ჩემთვის პრივილეგიაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პსჟ-ის'' მცველმა, სერხიო რამოსმა, პარიზული გუნდის თავდამსხმელზე, ლეო მესიზე ისაუბრა:
,,მესის თანაგუნდელობა ჩემთვის პრივილეგიაა. მას ჩემი შექება არ სჭირდება, ლეო საკუთარ თავს კომპლიმენტებს თავისი თამაშით უკეთებს. ყველამ იცის, ვინ არის ის. იმედი მაქვს, რომ მესი ასე თამაშს გააგრძელებს,'' - რამოსის სიტყვებს Espn-ი ციტირებს.
მესი ,,პარი სენ ჟერმენში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. არგენტინელმა პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ პირველ სეზონში 10 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა. რამდენიმე დღის წინ, ,,პსჟ-მა'' საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში ,,ნანტს'' 4:0 მოუგო. მატჩში თითო-თითო გოლი მესიმაც და რამოსმაც გაიტანეს.

სხვა სტატიები