Belive

რამოსი პოგბას რეალში იწვევს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი პოგბას ტრანსფერზე საუბრობს. ესპანელი ფეხბურთელი პოგბას "რეალში" ტრანსფერს მიესალმება. მისი თქმით, ასეთი დონის ფეხბურთელებისთვის "რეალის" კარი ღიაა.
"ვფიქრობ, რომ რეალის კარი ასეთი დონის ფეხბურთელებისთვის ღიაა. ჩემთვის პოგბა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის განსხვავებული მოთამაშეა. ამის დამტკიცება პოგბამ ჯერ იუვენტუსში, ახლა კი მანჩესტერში შეძლო. მას საოცარი ფიზიკური მონაცემები აქვს და შეუძლია როგორც დაცვის, ისე შეტევის გაძლიერება" - განაცხადა რამოსმა.
პოლ პოგბას შეძენა მადრიდელებს გასული სატრანსფერო პერიოდის დროს სურდათ, თუმცა ფრანგი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩა.

სხვა სტატიები