Belive

რამოსის პირველი კომენტარი ელ კლასიკოში გამარჯვების შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" "ელ კლასიკოში" საკუთარ სტადიონზე გამარჯვება მოიპოვა და ლა ლიგის სათავეში გადაინაცვლა. გუნდის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.
"პირველი ტაიმის ბოლოს, მეტოქეს ბურთი დავუთმეთ, რამაც მათ გოლის გატანის რამდენიმე შანსი მისცათ. ამის შემდეგ, პრესინგსა და ბურთის ართმევაზე გავაკეთეთ აქცენტი, რამაც შედეგი გამოიღო: საგოლე შანსებს უკვე ჩვენ ვქმნიდით და გოლის გატანაც მოვახერხეთ. რაც შეეხება მესის, ის ყოველთვის ხიფათს ქმნის, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად დიდი ყურადღება გამოვიჩინეთ და სივრცეები მაქსიმალურად შევუზღუდეთ," განაცხადა რამოსმა.
მადრიდელთა კაპიტანმა კომენტარი "მანჩესტერ სიტის" დამარცხებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.
ჩვენ დავუშვით შეცდომები და მივიღეთ კარგი გაკვეთილი. წინსვლისთვის, თვითკრიტიკა საჭიროა," აღნიშნა რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ "სიტისა" და "რეალს" შორის განმეორებითი მატჩი 18 მარტს გაიმართება.

იხილეთ მიმოხილვა: რეალი 2:0 ბარსელონა

 

სხვა სტატიები