Belive

რამოსი ტრავმირებულია - რეალის კაპიტანმა სუპერთასზე ტკივილგამაყუჩებლით ითამაშა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც Marca იტყობინება, მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი ტრავმირებულია და მან ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" წაგებულ შეხვედრაში (1: 2) დაზიანებული მუხლით ითამაშა. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მარცხენა მუხლის არეში ტკივილს გრძნობს. 34 წლის ესპანელი მატჩისწინა მოთელვის დროს მინდორზე პრაქტიკულად არ გამოჩენილა, მაგრამ "სამეფო კლუბის" სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტა ეთამაშა. გავრცელებული ინფორმაციით, "ფურია როხას" კაპიტანმა თამაში ტკივილგამაყუჩებლების დახმარებით მოახერხა. უახლოეს მომავალში, ცენტრალური მცველი გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის მერეც განისაზღვრება დაზიანების სიმძიმე. მიმდინარე სეზონში "ბლანკოსების" ლიდერმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები