Belive

რამოსის გუნდიდან წასვლის შემდეგ, რეალში 4-ნომრიანი მაისურით თამაში არავის სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რეალ მადრიდიდან'' სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ, 4-ნომრიანი მაისური გათავისუფლდა. როგორც მარკა იუწყება, ,,ოთხიანის'' არჩევა ,,სამეფო გუნდის'' არცერთ ფეხბურთელს არ სურს. ასეთივე სიტუაცია იყო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც 15 ნომერი, მცველის არყოფნის მიუხედავად, ხელშეუხებელი დარჩა. გამოცემის ცნობით, 4 ნომრით, შესაძლოა, დავიდ ალაბამ ითამაშოს, რომელიც ,,რეალში'' ახლახან გადავიდა. რამოსი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა და ,,პარი სენ ჟერმენს'' შეუერთდა. ესპანელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 35 წლის ფეხბურთელმა ,,რეალში'' 16 წელი გაატარა და გუნდთან ერთად 22 ტიტული მოიგო.

სხვა სტატიები