Belive

რამოსის მოულოდნელი ტრანსფორმაცია - ბლანკოსის ლეგენდა გოლეადორთა შორის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის შედეგად შეჩერებული ლა ლიგის განახლების შემდეგ, სერხიო რამოსი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ბევრისათვის მოულოდნელად, ლა ლიგის განახლების შემდეგ, სერხიო რამოსი გოლეადორად მოგვევლინა. "ბლანკოსის" კაპიტანმა ლა ლიგის განახლების შემდეგ 4 გოლის გატანა შეძლო. სერხიო რამოსმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ორჯერ შეასრულა და ჯამში ზედიზედ 19 ზუსტად შესრულებული პენალტი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის განახლების შემდეგ, სერხიო რამოსზე მეტი გოლი არავის გაუტანია. რამოსის მსგავსად, 4 გოლის გატანა მხოლოდ ხერარდ მორენომ, იაგო ასპასმა და რაულ გარსიამ შეძლეს. იმ ვარსკვლავთა შორის, რომელთაც "რეალის" მაისურით ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული, რამოსი მე-4 ადგილზე იმყოფება. მხოლოდ რაულმა (741), იკერ კასილასმა (725) და მანოლო სანჩისმა (710) მოირგეს "სამეფო კლუბის" მაისური სერხიო რამოსზე მეტჯერ. იმ შემთხვევაში თუ დარჩენილ მატჩებში რამოსი ორი გოლის გატანას შეძლებს, ჯამში 100 გოლი დაუგროვდება და ცენტურიონი გახდება. "ბლანკოსის" კაპიტანმა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მაისურითაც შეძლო 21 გოლის გატანა. სერხიო რამოსს "ფურია როხას" მაისური ყველაზე მეტჯერ (170) აქვს მორგებული.

სხვა სტატიები