Belive

რამოსმა მილანს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა | ესპანელმა იტალიელებს თავისი პირობები წარუდგინა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერხიო რამოსისა და მადრიდის "რეალის" გზები ორად გაიყო, რამაც სრულიად საფეხბურთო სამყაროს აღშფოთება გამოიწვია.

ერთი შეხედვით თითქოს წარმოუდგენელი იყო, რომ ოდესმე მათი გზები გაიყოფოდა, თანაც მაშინ, როდესაც რამოსს კლუბში დარჩენის შემთხვევაში "ბლანკოსის" ისტორიაში არაერთი სარეკორდო მაჩვენებელი შეეძლო, რომ საკუთარ სახელთან და გვართან დაეკავშირებინა.

აღსანიშნავია, რომ რამოსისა და მისი ყოფილი კლუბის უთანხმოების მიზეზი ახალი კონტრაქტის დეტალები იყო - როგორც ცნობილია სერხიო რამოსის სურვილი 2-წლიანი კონტრაქტი იყო, საპასუხოდ კლუბისგან კი მხოლოდ 1-წლიანი შეთავაზება მიიღო, რაზეც ცხადია, რომ უარი განაცხადა.

ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა სერხიო რამოსის სამომავლო საკლუბო კარიერა "მილანს" უკავშირდებოდეს.


🔴⚫️ ¡RAMOS HA HABLADO CON EL MILAN! Los detalles, en #JUGONES. pic.twitter.com/HUWSidsKB2

— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) June 18, 2021
იტალიური კლუბი ესპანელი მცველის გადაბირებით რომ ინტერესდება არახალია, თუმცა რამდენად შესაძლებელია აღნიშნულის სისრულეში მოყვანა ამას დრო გვიჩვენებს. ესპანურ მედიაში იუწყებიან, რომ რამოსმა "როსონერისგან" 2-წლიანი კონტრაქტი და საკმაოდ მაღალი ხელფასი, ყოველწლიური 15 მილიონი ევრო მოითხოვა. საყურადღებოა, რომ რამოსი კონტრაქტის გაფორმებაში იტალიური კლუბისგან დამატებით 20 მილიონ ევროს ითხოვს.

სხვა სტატიები