Belive

"რამოსმა ოქროს ბურთი დაიმსახურა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელი ლეგენდის აზრით, "ბლანკოსის" კაპიტანი 2018 წელს ოქროს ბურთს იმსახურებდა. "რამოსს ოქროს ბურთი უნდა მოეგო. დაცვაში თამაში თითქმის იგივეა, რაც მეკარეობა. ამ პოზიციებზე კი ჯილდოს მოგება ძალიან რთულია. ყველაფრის მიუხედავად, ეს თავის დროზე ფაბიო კანავარომ მოახერხა. ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა კონკრეტულ სეზონზე და დროზეა დამოკიდებული, რამოსმა კი მისი მოგება დაიმსახურა," - თქვა ფიგუმ Marca-სთან საუბარში. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვებაზე რამოსი მხოლოდ მე-19 ადგილს დასჯერდა.

სხვა სტატიები