Belive

რამოსმა შესაძლოა ოლიმპიადაზე ითამაშოს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანს სერხიო რამოსს სურს, რომ 2020 წელს მონაწილეობა როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ისე ოლიმპიურ თამაშებზე მიიღოს. 33 წლის ცენტრალური მცველის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელემა თქვა: "თუ სერხიოს ტოკიში წასვლის შესაძლებლობა მიეცემა, ეს მისთვის დიდი ბედნიერება იქნება. რამოსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ მას ნებას დართავენ, მაშინ ის 23 წელს ზემოთ მყოფ სამ ფეხბურთელს შორის მოხვდება, რომელსაც "ფურია როხას" შემადგენლობაში იაპონიაში გასამართ ოლიმპიადაზე თამაშის შესაძლებლობა ექნება. ამ მიზანში, რამოსს ერთი სერიოზული წინაღობა აქვს. "სამეფო კლუბში" მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელი ვერ მოახერხებს ესპანეთის ნაკრებისთვის ორ ფრონტზე, ანუ ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე თამაშის შემდეგ, "ბლანკოსებში" სრულყოფილი სათამაშო ფორმით დაბრუნებას.

სხვა სტატიები